მთავარი

 

სასკოლო აგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია კლუბური მუშაობაკლუბური მუშაობა მოსწავლისათვის არის ინტერაქტიული გარემოსადაც მას საშუალება ეძლევასხვადასხვა დავალებებისა და აქტივობის შესრულების დროსეფექტურად გადალახოს არსებული ბარიერები და სიძნელეები, შექმნას საინტერესო და ინოვაციური პროდუქტები.

 სსიპ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში  მუშაობა განაახლა სასკოლო კლუბმა ,, STEM პროექტების  მოდელირება და კონსტრუირება“. 

 კლუბის მიზანია  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება; შემოქმედებითი და  გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება; ინოვაციური იდეების გენერირება და განხორციელება; თანამედროვე ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO- გამოყენებით ციფრული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების   სწავლება და  სიმულატორების გამოყენებით  ინოვაციური პროექტების მოდელირება და კონსტრუირება;

   კლუბში მუშაობის შედეგად მოხდება შემოქმედებითი, სააზროვნო, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარების ხელშეწყობა;  STEM სფეროებით მოსწავლეთა დაინტერესება და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების ამაღლება; მოსწავლეები შეძლებენ ინოვაციური იდეების განხორციელებას აღნიშნული მიმართულებით.

ამ ბლოგზე განთავსდება კლუბის სამუშაო შეხვედრების ამსახველი ფოტომასალა

No comments:

Post a Comment