საკონკურსო პროექტი

 დააწკაპეთ ფოტოზე და ნახეთ კონკურსის პირობები





დააწკაპეთ ფოტოზე და ნახეთ  სოციალურ   ქსელში გამოქვეყნებული  ინფორმაცია



დააწკაპეთ ფოტოზე და ნახეთ  სოციალურ   ქსელში გამოქვეყნებული  ინფორმაცია






პროექტის ლოგო










                                     საკონკურსო პროექტის ვიდეო

  

პროექტის მოკლე აღწერა:

  დღეს ჩვენს სკოლაში (და არა მარტო) დგას კეთილმოწყობილი, ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული და  ადვილად ფუნქციონირებადი სამკითხველო დარბაზის მომსახურეობა, არაა გაციფრულებული ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის განთავსება,  მათი მიღება-ჩაბარებისა და სამკითხველო დარბაზში გატანა-დაბრუნების პროცესი. ჩვენი საკონკურსო პროექტი ეხება სწორედ ისეთი სამკითხველოს მოწყობას, სადაც ინჟინერია და პროგრამირება დაგვეხმარება ზემოთ აღნიშნული პროცესი გავამარტივოთ.

  კონკურსზე წარმოვადგენთ სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის მაკეტს, რომელიც გადაწყვეტილი იქნება შემდეგნაირად: მოსწავლე ბიბლიოთეკაში შესვლის შემდეგ ბიბლიოთეკარის მაგიდასთან მოთავსებულ მონიტორზე, სადაც განთავსებულია ჩვენ მიერ შექმნილი აპლიკაცია, შეიყვანს პირად ნომერს. აპლიკაციაში გაკეთებულია სკოლის მოსწავლეთა პირადი ნომრების ბაზა. თუ პირადი ნომერი ბაზაში არ მოიძებნა, მოსწავლე იღებს ინფორმაციას, რომ მას არ აქვს ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება, ხოლო თუ პირადი ნომერი მოიძებნა ბაზაში, აპლიკაცია გადაიყვანს  ბიბლიოთეკის ლიტერატურის ჩამონათვალში.  საძიებო ველში ჩაწერს სასურველი წიგნის დასახელებას და ავტორს (ან აარჩევს არსებული ჩამონათვალიდან), რის შემდეგაც მონიტორზე გამოჩნდება მოთხოვნილი წიგნის შესახებ მოკლე ინფორმაცია და შესაბამის კარადაში, შესაბამის თაროზე და შესაბამის განყოფილებაში განთავსების ადგილი. ასევე დახვდება გაფრთხილება, რომ ყველა წიგნის უკანა ყდაზე დატანილია QR კოდი, რომელიც დაეხმარება წიგნის თავის ადგილზე დაბრუნებაში.  მკითხველი წავა მითითებული მისამართით, აიღებს წიგნს, დააწკაპებს სამკითხველოს შესასვლელში კედელზე დამაგრებულ ღილაკს,  რის შედეგადაც გაიღება ბარიერ-კარი, რომელიც შესასვლელის შუაში სერვოძრავზეა დამაგრებული. (მცირედი შეყოვნების შემდეგ კარი დაიხურება). მკითხველი დაჯდება მისთვის სასურველ თავისუფალ მაგიდასთან, მაგიდის ბოლოში მოთავსებული ულტრასონიკის დახმარებით ავტომატურად აინთება მაგიდაზე მოთავსებული  ნათურა. მკითხველის ადგომისას კი ჩაქრება. ეს კონსტრუქცია დაგვეხმარება ელ.ენერგიის დაზოგვაში. 

  სამკითხველო დარბაზში კედელზე განთავსებული იქნება სამკითხველო დარბაზში ქცევის წესები და ამკრძალავი ნიშნები.  თუ დაირღვევა ქცევის წესები, სხვა მაგიდასთან მჯდომ მკითხველს შეუძლია დააწვეს მის მაგიდაზე მოთავსებულ  ღილაკს (ღილაკები ყველა მაგიდაზე იქნება ჩაშენებული. ჩვენს პროექტში განთავსებულია ორი სამუშაო მაგიდა) და ბიბლიოთეკარს ამცნოს წესების დარღვევის შესახებ. ეს ინფორმაცია ბიბლიოთეკარის მაგიდაზე მოთავსებულ წითელ ნათურას აანთებს და ამავე დროს შვიდსეგმენტაზე გამოისახება წესების დამრღვევის მაგიდის ნომერი. ეს კონსტრუქცია შესაძლებლობას მოგვცემს, სამკითხველოში მუდმივად იყოს მშვიდი სამუშაო გარემო. მკითხველი გამოსვლისას დააწვება შიგნითა კედელზე მოთავსებულ ღილაკს და სერვოძრავით კარი საპირისპირო მიმართულებით გაიღება და მცირედი შეყოვნების შემდეგ ავტომატურა დაიხურება. თითოეულ წიგნზე უკანა ყდაზე დაწებებულია QR ტექსტური კოდი (ჩვენ მიერ დამზადებული), მკითხველს თუ დაავიწყდება, საიდან აიღო წიგნი, შეუძლია დაასკანეროს კოდი და ზედ დატანილი ინფორმაციის მიხედვით მარტივად დააბრუნოს წიგნი მისთვის განკუთვნილ ადგილას. (ამ ინფორმაციას მკითხველი იღებს დასაწყისშივე აპლიკაციიდან).

  როცა მკითხველი ყველა მოქმედებას  შეასრულებს, მას შესაძლებლობა ექნება დატოვოს ბიბლიოთეკა. 

დააწკაპეთ ფოტოზე და ნახეთ  სოციალურ   ქსელში გამოქვეყნებული  ინფორმაცია



No comments:

Post a Comment